Why?

Why?

საქართველოში ბოლო რამოდენიმე წელია, ძალიან პოპულარული ხდება ანტრეპრენერობა, სტარტაპერობა, ბიზნესმენობა - (რაც გინდა დავარქვათ) - ის დარგი, სადაც გეგმავ, ახორციელებ და უვლი იდეას, რომლის კომერციული(ც) იმედი გაქვს.

ეს ძალიან მაგარი ამბავია, რადგან ჩვენთან ბიზნესის კეთება ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ გახდა აქტუალური და.. შესაძლებელი. შესაბამისად, სფერო ახალგაზრდაა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში უკვე ბევრი ადამიანია, ვინც ძალიან მაგარ წარმატებას მიაღწია - იგივეს გაკეთება ამ ადამიანებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება - ამიტომ, ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის, ვიდრე ახლა - ბევრად უფრო სწორი იყო სტაბილურ ადგილას ემუშავა, ვიდრე გაერისკა და გაურვეველი, თუმცა იმედიანი მომავლისკენ დაეწყო სვლა. ასე, ალბათ ძალიან ბევრი ოცნება მომკვდარა.

მოკლედ, აზრი რომ არ გავწყვიტოთ :დ 8 თვის წინ, აქტიურად ჩავერთე საკვებ ბიზნესში, მჯეროდა იმის რომ, - “კაი რა, რა უნდა :)” და HOLMES&WATSON-ის 0 სართულზე არსებულ ნაით პიცას მოვკიდე ხელი. იმის მიუხედავად, რომ, ამ სფეროში ბევრი გამოცდილი ადამიანი იყო, რომელსაც აზრს ვეკითხებოდი, (და არც რეკომენდაციები იყო რელევანტური - რაზეც, მოგვიანებით :)) მივხვდი, რომ არ არესებობს კონკრეტულ სფეროებში გამოცდილების გაზიარების “ბაზა” სადაც სხვის შეცდომებზე ჩვენ ვისწავლით ერთერთი ძალიან მაგარი პლატფორმა - რომელთანაც მე არანაირი შეხება არ მაქვს - ასეთი პირადი გამოცილების გაზიარებისთვის ჩემთვის ოდნავ დაგვიანებით აღმოვაჩინე - FuckUp Nights თუმცა, ეს მშვენიერი ამბავიც საკმაოდ იშვიათად ტარდება და დოკუმენტირებული არც არსად არაა (მე როგორც ვიცი). ასევე, რათქმაუნდა ამ სამოტივაციო თუ გამოცილების გაზიარების მიმართულებით აღსანიშნავია Spotlight, რომელიც ასევე, იშვიათად - წელიწადში ერთხელ ტარდება.

შესაბამისად, აქ მინდა დავწერო (არამხოლოდ მე, ვისაც მოგინდებათ) შეცდომებზე, იმედგაცრუებებზე, მიღწევებზე და გამარჯვებებზე, რომლებიც ჩემი საინტერესო (იმედია) თავგადასავლებისას იქნება.

აქაურობა მოტივირებული არაა ბევრი მკითხველი ყავდეს. ამ ყველაფერს ვწერ იმის იმედით, რომ მეც დამრჩება “cheat sheet” და თუ კიდევ ერთ ადამიანს რამეში გამოადგება აქ დაწერილი ამბები - ძალიან ბედნიერი ვიქნები ^_^

თუ გაინტერესებთ, ვინ ვარ და რას ვაკეთებ - შეგიძლიათ ნახოთ აქ.

პ.ს. გრამატიკულ სრულყოფილებას აქ, როგორც უკვე მიხვდით არ უნდა ელოდოთ :))

Losing the focus by setting clear KPI’s

Losing the focus by setting clear KPI’s