What approval means for us

What approval means for us

დღეს ძალიან მარტივ რამეზე მინდა დავწერო, რომელიც უბრალოდ საკმაოდ ხშირად გვავიწყდება..

სხვისი აზრი ჩემთვის დიდად მნიშვნელოვანი არაა

ის ფრაზაა, რომლის თქმისას, ძალიან ცოტა ადამიანს არ უჩნდება შინაგანი - nah -.

ზუსტად ამ ინსაითზე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სხვებს გამოცდილი ქონდეთ, რაც ახლა უნდა შევიძინოთ / გავაკეთოთ - დგას ზრდის ტექნიკების ABC.

მის ყველას რომ ნანახი აქვს გამოსვლაში, საიმონ სინეკმა ფართო მასებს ინოვაციის დიფუზიის თეორია გააცნო. ეს თეორია საკმაოდ მარტივი ასახსნელია - ის ცდილობს ახსნას რატომ, როგორ და რა სისწრაფით ედება ახალი იდეები და ტექნოლოგიები ახალ კულტურებს და სოციუმებს. ამის საჩვენებლად შემდეგი მოდელი არსებობს

law-of-diffusion-of-innovation.png

ამაზე ბევრს არ დავწერ, თუმცა ავღნიშნავ, რომ, ტექნოლოგიის წარმატებისთვის და მაღალი მიმღებლობისთვის აუცილებელია early majority-ში ინოვაციის გადასვლა. სხვანაირად, ის უბრალოდ მოკვდება. იმისთვის, რომ ეს მოხდეს - ამ ნაწილს ჭირდება დასტური, ოქეი, თანხმობა, დაბრო.. - ინგლისურად - Social Proof.

ბევრი ლათინურად რომ არ ვწერო Social Proof-ს ამის შემდგომ საზოგადოების ოქეიდ მოვიხსენიებ :)

ყველაზე ხშირად ყოველთვიურად გამოსაწერ პროდუქტებში ან სერვისებში ნახავთ 3 სხვადასხვა ფასს და შუა ფასზე წარწერას, რომ ეს package ყველაზე პოპულარულია — იმის სათქმელად, რომ ყველაზე ხშირად მას ყიდულობენ. მაგალითად spotify-მ პოდკასტებზე დაამატა მსმენელების რაოდენობა - რომ გაგვეგო რამდენად ღირს ამაზე დროის დახარჯვა და ამაზონმა რეკურენტულად გამოსაწერ პროდუქტებზე და სერვისებზე - წარწერა “ყველაზე ხშირად არჩევადი” დაამატა. საქართველოში კარგი მაგალითი invoice.ge იქნებოდა

გვინდა თუ არა, საზოგადოებრივი ოქეი ჩვენთვის ყველასთვის - ამა თუ იმ ფორმით - ძალიან მნიშვნელოვანია - one of the oldest tricks in the book - use it.

Front? Back? Full!

Front? Back? Full!

Losing the focus by setting clear KPI’s

Losing the focus by setting clear KPI’s